“ეს არა იმდენად საფრთხე არის ჩვენთვის, ინდივიდუალურად, ვინც დაგვაჯარიმეს, გაგვასამართლეს, დაგვსაჯეს, არამედ, მთლიანად საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი.
ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სხვადასხვა დროს, შესაძლოა, სხვადასხვა მშვიდობიანი არაძალადობრივი აქტივობა გახდეს სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძველი და შესაბამისად, ისინი დაექვემდებარონ პასუხისმგებლობას. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გადაწყვეტილება და ეს ტენდენცია არის, მით უფრო შეიზღუდება ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სივრცე და მასშტაბი”,
დემოკრატიული ინიციატივების თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება თეთრი ფურცლისა და “ირაყლის” ბანერების გამო დაკავებულების სამართალდამრღვევად ცნობაზე, მთელი საზოგადოებისთვისაა საფრთხის შემცველი.