მიანმარში სამეხდროებმა სოციალური ქსელები დაბლოკეს, შეზღუდეს წვდომა ინტერნეტზე

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეებთან მყოფმა სამხედროებმა ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელების Twitter-ისა და Instagram-ის დაბლოკვის განკარგულება გამოსცეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელები დაიბლოკა მიანმარში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ.  ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედროების მოსვლიდან მალევე, მისმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს Facebook-ზე წვდომა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ სოციალური ქსელის დაბლოკვა “სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” გადაწყვიტეს.

ქვეყნის ერთ-ერთმა უდიდესმა ინტერნეტ პროვაიდერმა, ნორვეგიულმა კომპანია Telenor-მა დაადასტურა, რომ მან მიიღო მითითებები სამხედროებისგან, რომ დახურულიყო ამ სოციალურ ქსელებზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით.

Facebook- მა, რომელიც ასევე ფლობს Instagram-ს, მოუწოდა სამხედროებს “აღადგინონ კომუნიკაცია და ხალხს საშუალება მისცეს დაუკავშირდნენ ოჯახებსა და მეგობრებს და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია”.

1-ელ თებერვალს მიანმარში ხელისუფლება ხელში სამხედროება ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ასობით წარმომადგენელი.