მიგაჩნიათ მსგავსი საქციელი ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ? – ევროპარლამენტარი ჩანაწერებზე ”ოცნებას” მიმართავს

“მიგაჩნიათ მსგავსი საქციელი ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ?”  –  ამ კითხვით მიმართავს, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, ”ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

“ველი განმარტებას ქართული ოცნებისგან, მიაჩნიათ თუ არა მსგავსი საქციელი სასარგებლოდ საქართველოს ევროპული პოზიციისთვის” – წერს გალერი Twitter-ზე.

I seek clarification from Georgian Dream, whether such behaviour is considered helpful for Georgia‘s European stance… https://t.co/QF2CVxDLAX