ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ასევე ყველა მედიასაშუალებებისთვის, პირველ რიგში კი, საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეებს, მათ შორის, პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა, ამიტომ ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები, მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის კანონიერი უფლება, ეს სიები იქონიოთ და 100-მეტრიან რადიუსში იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

აქვე, მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი, უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე”

თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ბრიფინგზე.