მივდივარ უკრაინაში და მიმაქვს ჰუმანიტარული ტვირთი – ხარჩილავა

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მიდის წალენჯიხასთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქ იავოროვში და მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება.

“მივდივართ უკრაინის ქალაქი იავოროვში, რომელთანაც დამეგობრება შედგა ომის პერიოდში. ეს ისტორიული დამეგობრებაა. მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, ჰუმანიტარული მისია, სოლიდარობის და განვითარების ფონდის, თქვენს მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად დიზელგენერატორი. ამასთან, მიმაქვს ერთობლივი ბრძოლის, თანადგომისა და საუკუნოვანი მეგობრების განწყობები”,– თქვა ხარჩილავამ ვიდეომიმართვაში.

მანვე აღნიშნა, რომ იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქ შორის დამეგობრების მემორანდუმს.