“მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში” – ჩეჩნეთის მეთაური, რამზა კადიროვი შვებულებაში წავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, “РИА Новости” ავრცელებს.
“2023 წლის 12 იანვრიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხუჩიევ მუსლიმ მაგომედოვიჩს ვანდობ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობებს ჩემი შვებულების პერიოდში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რუსული მედიის ცნობით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.