მივედი კალაძესთან, რომ გამეფრთხილებინa მე გავხდებოდი მისი კონკურენტი – ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან მერიაში იმყოფებოდა, რათა მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ “გაეფრთხილებინა”.
“მოკლედ აგიხსნით, რა მოხდა. მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას, ეს იყო და ეს. ამის იქით, საერთოდ არაფერი ყოფილა. ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია, ჩემი ფასეულობები იყო და მე ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი”, – განაცხადა გახარიამ.