მივესალმებით ენმ-ს გადაწყვეტილებას, სერიოზული გზავნილია – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიესალმება ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება.

“მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა არის მართლაც კარგი ნიშანი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია, ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული მხარე ყველანაირად ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი.

კარგი ნიშანია, რომ მსგავსი რამ მოხდა [ხელმოწერა]. ეს არის ნიშანი, იმის, რომ ის რეფრომები, რომლებიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება რაც გააძლიერებეს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს”,– ამბობს დეგნანი.

მისივე განცხადებით, “ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს და შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს მოსახლეობაზე“.