იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება, რომლშიც ექსპერზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. წულუკიანი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მიესალმება, რადგან მისი თქმით, თუ ის დაბრუნდება, საზღვარზევე დაკავების პროცედურები ელოდება.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, ის თუ საქართველოში იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას, რა თქმა უნდა, ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და, რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ განაჩენები, რომელიც მან მერე შესაძლოა გადაასინჯინოს, როდესაც უკვე ქართულ საპატიმროში იქნება”, — აცხადებს წულუკიანი.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას “ძალიან მძიმე შეცდომების” გამო ბოდიში მოუხადა. ის საკუთარ ამომრჩეველს საქართველოში დაბრუნებას დაპირდა.