ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მიესალმება გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებით თქვა, რომ “ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება”.
მისი თქმით, “რადიკალურ ოპოზიციას და მის წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იმის არაღიარება, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე”.
“ხშირად გვხდება გამონათქვამები, რომ არანაირი მხარდაჭერა არ გვინახავს. ეს არის ისეთი ტყუილი, რომელიც ცალკე აღებული ტყუილი კი არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა.
საქართველოს პოზიციონირება ასეთია – პოლიტიკური მხარდაჭერა ურყევი, ჰუმანიტარული მხარდაჭერა თავისთავად და სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება იცით. სამი მიმართულებიდან ორში ჩვენი ურყევი მხარდაჭერის არდაფიქსირება არის საზოგადოების მოტყუება და საქართველოს მტრობა. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს ომის პარტიის მიზნების მიუხედავად”,– განაცხადა მდინარაძემ.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ “რაც [ხელისუფლების მიერ] გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია”.