კეთილსინდისიერება და გამბედაობა გმირობა არ არის, კეთილსინდისიერება და გამბედაობა საჯარო მოხელის ვალდებულებაა.
მივესალმები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას.
საზოგადოებას იგივეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს დანარჩენი წევრებისგან, არამედ ყველა წესიერი და პატრიოტი თანამდებობის პირებისგან, რადგან მათი ვალდებულებაა, შეწყვიტონ თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელმაც ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქცია და რომეიც მზადაა საქართველოს მომავალი ეფესბეს მხილებული აგენტის დაცვას გადააყოლოს.

აცხადებს, ”მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.