“მივესალმე პოლიტიკური ძალების შეთანხმებას საქართველოში”- ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ, სტოლსტენბერგი, twitter-ზე წერს.
”კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმე პოლიტიკური ძალების შეთანხმებას საქართველოში. განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მიერ ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის.”- წერს სტოლტენბერგი.