რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.
“კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია”, – განაცხადა ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.