მივიღე გადაწყვეტილება, “მთავარი არხის” ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება – ეს განხადება, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, არხის ჟურნალისტები რუსთაველზე ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების აქციას არ გააშუქებენ.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, მიუხედავად უზარმაზარი საჯარო ინტერესისა, მთავარი არხის ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო”,- თქვა ნიკა გვარამიამ.