“მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ” – ირმა სოხაძე 17 მაისზე

“მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ” – ეს განცხადება, მომღერლმა ირმა სოხაძემ, ჰომოფობიაზე საუბრისას გააკეთა. სოხაძე აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობენ ადამიანები, თბილისი პრაიდის ჩაშლას და მიიჩნევს რომ ადამიანებმა ადამიანები ისეთები უნდა მიიღონ როგორებიც არიან. ამის შესახებ მომღერალმა, “ღამის კურიერში” განაცხადა.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოჯახურ სიწმინდეს, მით უფრო იმ თარიღს, რომელსაც პატრიარქი დააწესებს. თუმცა ჩემში იწვევს აბსოლუტურ გაუგებრობას და საოცარ პროტესტს ის, თუ რატომ ვერ ვღებულობთ ცოტათი განსხვავებულ ადამიანებს, რა გვიშლის ხელს, რომ მათაც ჩაატარონ… პრაიდს არავინ ატარებდა… პრაიდი ბევრ ქვეყანაში აღიზიანებთ, ჩვენზე ნაკლებად ჰომოფობიურ ქვეყნებშიც კი. ამას რატომ აკეთებს ეს თემი? იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყროს და გააპროტესტოს მისი უსამართლოდ დაჩაგრული მდგომარეობა.მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და ერთმანეთის ჯინაზე ნურაფერს ნუ ვიზამთ. ასეთი ზიზღის გაღვივება ვინმეს ხელს აძლევს?”, – აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე.