მივიჩნევ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, – ასე უპასუხა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეკითხვას, შეკითხვას, რატომ არ შეიყვანეს უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში. პუტინის თქმით, არამეგობრული არა უკრაინელი ხალხი, არამედ ხელისუფლებაა.
„უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება, ხალხისგან განსხვავებით, აშკარად, არამეგობრულია.უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ ვთვლი, მივიჩნევ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“, – აღნიშნა პუტინმა.