“მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მომეცეს საშუალება, მოვინახულო სააკაშვილი” – უკრაინის ომბუდსმენი

“მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მომეცეს საშუალება, მოვინახულო სააკაშვილი”  – განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა, რომელსაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე.

“დღეს მქონდა შეხვედრა უკრაინის მოქალაქის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ბატონ მამუკა ახვლედიანთან და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან, მანანა ანდღულაძესთან. გადმომცეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა, რომელშიც ნათქვამია მიხეილის გათავისუფლების და მისი უფლებების დაცვის შესახებ. ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და  სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება, პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა”, – ამბობს ლუბინეცი.