მივმართე პრემიერს განიხილოს – ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების პეტიციაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ელექტრონულ პეტიციას, სახელად ”ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას” გამოეხმაურა.  ზელენსკიმ პრემიერმინისტრს მიმართა, რათა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე პეტიცია განიხილოს.

პეტიციას, რომელიც 2022 წლის 6 ივნისს წარადგინეს, 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

“მადლობა ყველას, ვინც პეტიციას შეუერთდა, სამოქალაქო აქტიურობისთვის”, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება.

“უკრაინის ოჯახის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ოჯახი საზოგადოების პირველი და ძირითადი ერთეულია. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად თანაცხოვრობენ, დაკავშირებულნი არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო ვალდებულებები და უფლებები. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში უკრაინის კონსტიტუცია ვერ შეიცვლება”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი