მიზანი ოპოზიციური მედიის დასუსტება იყო – RSF გვარამიას დაპატიმრებაზე

“სავარაუდოდ, მიზანი ოპოზიციური მედიის დასუსტება იყო” –  ასე ეხმაურება, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია  განცხადებას ავრცელებს და სასამართლოს მოუწოდებს, გადახედოს ამ საქმეს.”უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების” გამო, რისთვისაც მას სამწელიწად-ნახევარით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა”.

  • “საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს. “მთავარი არხის” დირექტორი, ოპოზიციური ტელეკომპანია, რომელიც მან 2019 წლის 16 მაისს დააარსა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის ფინანსური ზარალის მიყენებისთვის, რომელსაც მანამდე რვა წლის განმავლობაში მართავდა. გვარამია უარყოფს ბრალდებას თანხების მითვისებაზე, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში უნდა წასული და ბრალდებულად ცნობის გასაჩივრებას აპირებს”, – აღნიშნულია სტატიაში. 

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიერი ამბობს, რომ “ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით”.

  • “ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას – შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის”, – ამბობს ის.