ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ, დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად, ერთწინადადებიანი განმარტებით უწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობაზეც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის უსაფრთხოება დგას.
ეს მიზანმიმართული ქმედებაა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოში სუვერენიტეტის საფუძვლები შეირყეს, მეორე მხრივ კი ნათლად იკვეთება მცდელობა, საქართველოს აგრძნობინონ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის კოლონიაა, რაც, ბუნებრივია, თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას აკნინებს.