“ხელისუფლების კურსი არის, იყო და ყოველთვის უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ახლა დაველოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

[კანონის] ამ ფორმით ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, ქვეყნები. ამიტომ, საუბარი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან იმაზე, რომ დიალოგით შესაძლებელია, პრობლემური საკითხები შეიცვალოს.

[…]გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს […]”

აცხადებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

აქვე შეგახსენებთ, აშშ-მა “ქართული ოცნების”  და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა