ფოტო რომლითაც, გუშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა, მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და რუსი ჯარისკაცია გამოსახული, რუსულ საძიებო სისტემაში იძებნება. ინფორმაციას ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ავრცელებს. მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ ამ ფოტოს აქტიურად იყენებს რუსული მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. სუჯაშვილმა, გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.
“აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია21 მარტს ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა, რომლის ცნობითვე, მინისტრის მოადგილემა ფოტო მას შემდეგ წაშალა, რაც კომენტარში დაუწერეს, რომ მასზე რუსი მესაზღვრე იყო ასახული. მოგვიანებით კი სუჯაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მომხდარი გვერდის ადმინისტრატორის გაუფრთხილებლობით ახსნა.
yandex.ru-ს საძიებო სისიტემით აღნიშნული ფოტოს ყველაზე ადრე გამოქვეყნებული ვერსია 2019 წლის წლის 28 მაისით თარიღდება. მასალაში, სათაურით “ФСБ-ს სასაზღვრო ოფისი სამხრეთ ოსეთში: ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს” (Погрануправление ФСБ в Южной Осетии: народ может спать спокойно) აღნიშნული ფოტო შემდეგი აღწერით გვხვდება: “რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის სადარაჯოზე” (Российские пограничники на страже границ Южной Осетии).
28 მაისვე აღნიშნული ფოტოთი გამოქვეყნდა მეორე მასალა, სათაურით “ბიბილოვი მესაზღვრეებს ულოცავს: ვაჟკაცობის, პატივისა და სიმამაცის მაღალი მაგალითი” (Бибилов в поздравлении пограничникам: высокий пример доблести, чести и отваги).
აღნიშნული ფოტო სპუტნიკ ოსეთის გვერდზე 2019 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებულ სტატიასთან ერთადაც გვხვდება, სათაურით: “სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ერთობლივმა კომისიამ კვლავ განიხილა საზღვრების დემარკაციის საკითხი” (Совместная комиссия Южной Осетии и России вновь обсудила демаркацию границы).
2019 წლის 30 აგვისტოთი დათარიღებული ფოტო Sputnik-აფხაზეთის საიტზეც გვხვდება და ის ისევ სამაჩაბლოსთან მიმართებითაა გამოყენებული, კერძოდ, თან ახლავს ინფორმაციას, სათაურით “აშშ მოუწოდებს რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ესკალაციის თავიდან არიდებაში დაეხმაროს” (США призвали Россию помочь предотвратить эскалацию между Южной Осетией и Грузией) იდენტური სათაურით და ფოტოთი ინფორმაცია კი რუსული სააგენტო Tacc-ის მიერაც ვრცელდება.”- ნათქვამია მითების დეტექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.