მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისევე NATO-ს ოფისში. ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები, განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც გადადგა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა მიიღეს, მაგრამ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული და, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.