“მითხრა, თუ არ დაწერდა აღიარებით ჩვენებას, დაიჭერდნენ მის მეგობარს ” – 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე აცხადებს, რომ ლაზარეს იძულებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება.
“პირველ რიგში გამამხნევა და მითხრა, რომ არის ნორმალურად. შემდეგ, მომიყვა, რომ თურმე დაძალებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ თუ არ დაწერდა აღიარებითს, მაშინ დაიჭერდნენ მის მეგობარს, გიორგის. ლაზარეს დღეს რაც სჭირს, თმის გადაპარსვა მაგასთან შედარებით არაფერი არ არის. მაგრამ ისე ვფიქრობ, რომ დაძალებით თმის გადაპარსვა თუ რაც არ უნდა იყოს, არ არის სწორი”, – თქვა გრიგორიადისის ბაბუამ.