მიიღებს პასუხს აუცილებლად – გოგა ხაინდრავა ვახო სანაიას ემუქრება

” მიიღებს პასუხს აუცილებლად “- “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას გოგა ხაინდრავა ემუქრება და აცხადებს, რომ სანაიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს აგინა, რის გამოც, “პასუხს მიიღებს”

”ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა მოერიდოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს. საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეკრებილი” – ამბობს ხაინდრავა.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა.