“მიიღეთ საბოლოო პასუხად” – ნიკა მელია ამნისტიაზე უარს ამბობს

ენმ-ს თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ არ მიიღებს 20 ივნისის ამნისტიას. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

“ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. ამიტომ ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ოფიციალურად მოვედი იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი ვთქვა – არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი, არ აქვს და წერტილი დავუსვათ ამ საკითხს.

ეს უნდა მიიღოს ამ მოსამართლემაც და ქართულმა ოცნებაც საბოლოოდ პასუხად, არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას”,– თქვა ნიკა მელიამ.

20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტმა 2 დღის წინ მიიღო.