”გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს ”- ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომ უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. წერილს, Tbilisi Pride აქვეყნებს და საუბარია იმაზეც, რომ “ღირსების მარშს” დაესწრებიან ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც.
„მე გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება. “ღირსების მარშს”, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერჰოენი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის”, – წერს ამსტერდამის ელჩი კახა კალაძეს.