“ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია.. მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი” – აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უიესტმინსტერის სააბატოში, დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს ისტორიას განმარტავს.
“სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.
Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე?) მოგვიანებით დაიდო.
ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი …” წერს სალომე ზურაბიშვილი.