“რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას”,- უთხრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს.
ბუდანოვის განცხადებით, უკვირს, “რამდენად არაკომპეტენტურად და დაუდევრად მიუდგნენ რუსი გენერლები ამხელა ოპერაციას”.
“თუ მათ ნამდვილად სჯეროდათ, რომ მათ შეეძლოთ ამის გაკეთება სამ დღეში – და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ აბსოლუტურად სჯეროდათ ამის, მაშინ რუსეთის ხელმძღვანელობას ალბათ უკვირს, რამდენად არაკომპეტენტურები არიან მათი გენერლები”,– თქვა მან ინტერვიუში.
ბუდანოვმა რუსული არმიის მასშტაბურ სამხედრო დანაკარგების მიზეზებზეც ისაუბრა.
“ეს კითხვა საკუთარ თავს დავუსვით და ერთი პასუხი ვიპოვეთ: გენერლების უკიდურესად დაბალი პროფესიული დონე. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნეპოტიზმი რუსულ ჯარში, ისინი არიან ამინდის გენერლები, თანამდებობის პირის ნათესავები, რომლებიც არ ასრულებენ დავალებებს და არ არიან ამისთვის მზად”,– აღნიშნა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, რა იარაღი სჭირდება უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, გენერალ-მაიორმა ბუდანოვმა თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საარტილერიო სისტემები, რაშიც გერმანიის არმია განსაკუთრებით ძლიერია, ასევე ტანკები და საზენიტო სისტემები.