ეს სამწუხარო რეალობაა. კარგი არ არის, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად, განადგურებულია. რეალურად ოპოზიცია რის პოლიტიკურ ჭაობში და ამ ჭაობში ისინი გაერთიანდებიან და ერთად ჩაიძირებიან, თუ ცალ-ცალკე ჩაიძირებიან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთმანეთს აბრალებენ, რომ უფრო მეტად აშავებდა სალომე სამადაშვილი, ვიდრე ხატია დეკანოიძე. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უფრო აშავდებდა ხაბეიშვილი და ა.შ. ამიტომ, მე ის მიკვირს, საერთოდ 60 %-ზე მეტი არ არის, თუმცა აქაც საზოგადოებას აქვს თავის სახელმწიფოებრივი შეხედულება. თქვენ სადმე ორღობეში თუ კვლევა ტარდება იმას მოიტანთ ხოლმე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა თურმე მხარს უჭერს ოპოზიციას და აბსოლუტური უმრავლესობა ნიშნავს ზუსტად დაახლოებით 60%-ს.

ამბობს ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.