მიკროფონი? არ ვიცი, რა ხდება… ეს არ არის დანაშაული – ღარიბაშვილი წულუკიანზე

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა დანაშაული არ არის.

„იცით რა არის? თქვენი მიკროფონი, არ ვიცი, რა ხდება, რა მოხდა.  გასაგებია. ეს ძალადობა და ეს სიყალბე უნდა დაასრულოთ თქვენ. პირადად თქვენ კი არ გეუბნებით, ელაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გადაიქცნენ უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.