მიმდინარეობს მუშაობა სამხედრო ავიაციის გასაძლიერებლად, ვიწყებთ დრონების წარმოებას – პრემიერი

“მიმდინარეობს განახლება როგორც ანტისატანკო, ისე საჰაერო სისტემის. ჩვენ რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს, ეს არის ჯარის ქალაქის პროექტი, რომელიც სულ რაღაც 2 წელში განვახორციელეთ. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ ებრაულ კომპანია რაფაელთან, წარმოებული სისტემების განახლება, მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ახალი სისტემების შეძენა. ასევე ჩვენ დავიწყეთ M4 ტიპის ქართული წარმოების ავტომატური შაშხანების წარმოება, ახალ აქტიურად მიმდინარეობს ამ შაშხანების შემოწმება. რამდენიმე თვეში ჩვენ ვიწყებთ პოლონურ კომპანიასთან ერთად დრონების წარმოებას, ქვეყანას შეეძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება.”

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.