“მინდა გავიგო რა უნდა ხელისუფლებას, რა უნდა ოპოზიციას და როგორ ესმით მათ წარმოდგენილი სახელმძღვანელო დოკუმენტი. ეს ხომ არის შარლ მიშელის დოკუმენტი. თქვენ იცით, რომ ოპოზიცია გუშინ ასევე შეთანხმდა საარჩევნო რეფორმის თავის ხედვაზე, რომელიც მე ასევე არ ვიცი. ჩვენ ახლა ვართ იმისთვის, რომ აღვასრულოთ ის დოკუმენტი, რაზეც შევთანხმდით”.
განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ქართული ოცნებისა” და შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრაზე.