მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობაც მოიტანა დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა.

თქვა პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე, სადაც მან მადლობა გადაუხადა ევროპულ საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ლიდერებს. მან ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.