“როგორც იცით, ცოტა ხანში მექნება ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საქმე სასამართლოში, მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, იმიტომ, რომ მათი ადვოკატის წინადადების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა, კიდევ მექნება TV იმედთან სასამართლო სხდომა, მაგათთანაც ვაპირებ სასამართლოს გამართვას, მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებით მექნება კიდევ [სასამართლო], ჯერჯერობით, ეს არის.[…] მაგით აპელირებენ, რომ ვითომ ქალაქში არ ვიმყოფებოდი, თუ რაღაც და ვაკეში დამაკავეს და თან ერთი თვის განმავლობაში ქალაქში ვმოძრაობდი, არავინ არ დამკავშირებია სასამართლოზე გამოცხადებაზე, არაფერთან დაკავშირებით ჩემთან კონტაქტზე არავინ არ გამოსულა და რატომ არის ეს მიმავლის საფრთხე, ვერ გავიგე”,

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.