მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს მხარდაჭერისთვის – პოროშენკო

“მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს მხარდაჭერისთვის” – ამის შესახებ, უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

”მე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის, ასეთი მასშტაბური აქციებისთვის, ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან ერთად არის. პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა.”- განაცხადა პოროშენკომ.