განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო, და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს, სოლიდარობას, თუმცა, ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფები, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად. […]

რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა