“მას უყვარს ეს რაიონი და სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდით ვარ ყველა იმ პროექტში და ყველა იმ საკითხში, რაც ჩემი რაიონის, ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის იმ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”
”ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა წალენჯიხაში გამარჯვებულ ოპოზიციის მერობის კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს.