“არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი და სამწუხაროდ, ასეთ პერიოდში ხშირდება ხოლმე, ერთგვარი ინსინუაციები, ალბათ უფრო ხშირად ცრუ ინფორმაციები. მე არ ვამბობ, რომ იტყუებიან, მე ვცდილობ იმის თქმას, რომ მჯერა, უსაფრთხოების სამსახური, უშიშროების სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ამ მოვლენებით და გამოიკვლიონ, რამდენად რეალური არის ეს.
მინდა, მჯეროდეს, რომ მოსმენები არის ლეგალური და არის სასამართლოს გადაწყვეტილებით და დასაბუთებულ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე”
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ გუშინ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე.