მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერს – თალაკვაძე

ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახლა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა.

„ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა -ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერს – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – განაცხადა თალაკვაძემ.