“17 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. როგორც ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ და ვუსურვო ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, კეთილდღეობა. ოჯახის მნიშვნელობაზე ახლა ახსნა-განმარტებების გაკეთებასა და სიღრმეებში შესვლას არ დავიწყებ, ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე”,

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრით დაიწყო.