მინდოდა მარცვალი ჩამედო, რომ არცერთი სამუშაო არ არის სათაკილო – ქალი, რომელმაც ჩხოროწყუში მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინა

“მინდოდა მარცვალი ჩამედო, რომ არცერთი სამუშაო არ არის სათაკილო” – ეს განცხადება გააკეთა ეთერ ჯაფარიძემ, ქალმა, რომელმაც ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის შენობაში წაიყვანა და საპირფარეშოები დაასუფთავებინა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი მტკიცებით, მას “ასე მოუნდა” და მისი სურვილით, სკოლის დირექტორთან შეთანხმების შემდეგ წაიყვანა მოსწავლეები იქ.

“შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, მშობლებთან დარეკილი იყო. გამოვიყვანე ეს ბავშვები, მოვიყვანე მერიაში, მინდოდა მარცვალი ჩამედო, რომ არცერთი სამუშაო არ არის სათაკილო. ეს იყო ნება ჩემი, რაღაც შინაგანად მოდიოდა, არც აპარატის უფროსმა იცოდა და არც დაცვამ. დაცვაც უხერხულობაში ჩავაყენე. არც ჩვენი ცენტრის დიექტორმა არ იცოდა. აი, ასე მომინდა. მე არ მითქვამს ტუალეტში შესვლა, მე მინდოდა საჩვენებელი გამეკეთებინა. უბრალოდ მომეწმინდა ეგ ამბავი, რომ არ არის დასაძრახი. ეგ იყო და ეგ, მეტი აქ ფილოსოფია არ იყო ჩადებული”, — განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ.