მინიმალური ამოცანაა “დონეცკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება” – პესკოვი

მინიმალური ამოცანაა “დონეცკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება” – ამის შესახებ, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, “სპეციალური ოპერაცია” უკრაინაში გაგრძელდება.

“ყოველ შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტური სიზუსტით, თქვენ იცით, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა ტერიტორია ჯერ არ არის გათავისუფლებული. საუბარია 2014 წლის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამიტომ, მინიმუმ, აუცილებელია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის განთავისუფლება”, – თქვა პესკოვმა.