საინტერესოა, მინიმუმ განხილვის ღირსია – ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატი “მეურნე ადამიანი იყოს”.

ჯაფარიძის შეფასებით, ეს ინიციატივა განხილვის ღირსია.

“ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და მაგის განხილვა მინიმუმ ღირს ოპოზიციურ ფლანგზე. სალაპარაკოა. მე მგონია, რომ ეგ ინიციატივა მინიმუმ განხილვის ღირსი არის. ამ წუთში მე როგორც ადრე ვთქვი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა გირჩის შიგნით ატმოსფერო არის, რომ გირჩს უნდა ჰქონდეს საკუთარი კამპანია. თუმცა შეიძლება დალაგდეს ისეთი კომბინაცია, სადაც გირჩს მაინც საკუთარი კამპანია ექნება, მაგრამ იქნება საერთო თამაშის ნაწილი”,– განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტია “ლელოს” ინიციატივით, თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს, თუმცა ის არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წევრი.