“3 დღეა მირეკავს მეზობლის ქმარი და მემუქრება”- სოციალურ ქსელში ვრცელდება აუდიო ჩანაწერი სადაც პოლიციელი მოქალაქე ანუკი მუზაშვილს, განყოფილებაში იბარებს და იმ შემთხვევაში თუ არ გამოცხადდება, “მითრევით” ემუქრება.
“სამი დღეა მირეკავს მეზობლის ქმარი და მემუქრება.მეუბნება რომ არის პოლიციელი და მიბარებს განყოფილებაში, ყველანაირი ორდერის და ოფიციალურობის გარეშე, ხოლო თუ არ მოვალ – მემუქრება რომ ძალით მიმათრევს!პირველივე განხოეციელებულ მუქარაზე, დავწერე საჩივარი, თუმცა ეს ადამიანი არც პოლიციაში დაუბარებიათ და არც კი დაურეკავთ მასთან.
დღეს ისევ დამირეკა და დამიწყო ყვირილი: დროზე მოეთრიე, ამა და ამ განყოფილებაში, მე ვინ უნდა დამიბაროს, აქეთ ვარ პოლიციელი, მოეთრიე დროზე სანამ ძალით მოგათრიე.დავურეკე მაშინვე გამომძიებელს, რომელიც მეუბნება რომ ვერ უკავშირდება, დაკავება აქვს თურმე.
დარეკილი მაქვს გენინსპექციაშიც.
არავის უნდა იმის გარკვევა, ეს კაცი მართლა პოლიციელია თუ არა.მართლა არის ამ მუქარის შემსრულებელი თუ არა.საუბარია, ერთი სართულით ქვემოთ მცხოვრებ ადამიანზე, რომლის გამოც უკვე 3 დღეა, სადარბაზოში მშვიდად ვერ დავდივარ და ჩემი ოჯახის წევრებს ვთხოვ, დაბლა დამხვდნენ ხოლმე და სახლამდე ამაცილონ!პოლიცია, რომელსაც ფულს ვუხდი, არ აპირებს რომ დამიცვას?!”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.