“როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. ნებისმიერი შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე”

წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ციხის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.