“მისაღებია ეს შემოთავაზება”- ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველის თქმით, “ლელოს” ინიციატივა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გავლენ, მათთვისაც მისაღებია, თუმცა ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს.
” „ლელოს“ შეთავაზება, ჩვენთვის მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ, პირველ რიგში, მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში” – ამბობს გიორგი ბოტკოველი.
თუ ”ოცნება”დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნას, გავალთ პარლამენტიდან – ხაზარაძე