„იმას, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, რომ ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და საზოგადოება დაერწმუნებინა არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც იმხანად, როცა ხმამაღალი განცხადებები აკეთა, დაპირდა საზოგადოებას, რომ რაწამს წარედგინებოდა დასკვნა მოქალაქეობის შეწყვეტაზე, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ამ განცხადებით პრეზიდენტი ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნებოდა მიღებული. როცა საპირისპიროში დარწმუნდა მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეთ დროს უხერხულობა შეიქმნა და ახალი გამოსავლის მოძებნა მოუწია პრეზიდენტს.
შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენ მივყვებით იმას, რაც არის სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას ამ საკითხის ირგვლივ,“
ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.