მისი მესიჯი სპეკულაციურია, სხვას არც ველოდით – მდინარაძე თოლორაიაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას, რომ სამსახურის დამოუკიდებლობისთვის დასჯაა, სპეკულაციურს უწოდებს.

“ეს არის სპეკულაციური მესიჯი, ბუნებრივია, სხვას არც ველოდით. ასეთ მესიჯებს სუბიექტურად დაინტერესებული მხარისგან მოვისმენდით, მაგრამ ეს არ არის სიმართლე უბრალოდ.

რაც შეეხება თავად კონკრეტულ თემას, მას ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადამინს, შესაძლებლობა ექნება ან საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად, ან პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. მას ვერავინ მიუთითებს, ერთი მიმართულებით განაცხადოს პრეტენზია ხელმძღვანელობაზე თუ მეორეზე. მას სრული უფლება აქვს, როგორც სხვებს, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა”,– ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, ხელისუფლება აპირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.