მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა მის მშობლებსაც არ აინტერესებთ.
ალასანია ეკითხება დეპუტატს, რას გააკეთებდნენ უფრო მეტს მისი მშობლები, თვითონ რომ აღმოჩენილიყო სააკაშვილის მდგომარეობაში.
“კატასტროფული მდგომარეობაა. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ამ დღეებში, ყველა არხზე ვზივარ, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. არ ვიცი, ზოგიერთ ადამიანს სმენის, თუ მხედველობის პრობლემა აქვს… დღეს ერთ პარლამენტარს უბრძანებია, რომ თურმე სააკაშვილი მშობლებმაც დაივიწყეს. საინტერესოა, რას გვირჩევს, თვითონ რომ ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში, მისი დედა და მამა რას გააკეთებდნენ იმაზე მეტს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ დღეეებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ”,– ამბობს გიული ალასანია TV პირველის ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.